კოლონიური ომები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოლონიური ომები - ომები ქვეყნებისა და ტერიტორიების დასაპყრობად მათი კოლონიებად გადაქცევისა და ამ ქვეყნებში გაბატონების მიზნით, აგრეთვე - კოლონიების გადანაწილებისთვის.

პირველი ამგვარი ომები, ე.წ. კოლონიზაციური ომები, განეკუთვნება მონათმფლობელური იმპერიების წარმოქმნის პერიოდს. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყებიდან ყველაზე განვითარებული ქვეყნების შეიარაღებული დაპყრობის ობიექტები ხდებოდნენ უცნობი ტერიტორიები. ეს მოასწავებდა კოლონიური ომების წარმოშობას საკუთრივ ამ სიტყვის მნიშვნელობით.

XX საუკუნის დამდეგს მსოფლიო ტერიტორიული განაწილება დასრულებული აღმოჩნდა და გაჩაღდა ბრძოლა მსოფლიოს გადანაწილებისთვის. კოლონიური ომები წარმოებდა ნედლეულის ახალი წყაროების და გასაღების ბაზრების შეძენის, კაპიტალის დაბანდების სფეროს გაფართოების მიზნით. ამ მიზნებით იყო გამოწვეული ორი მსოფლიო ომი. ამჟამად, კოლონიური ომები ისტორიის კუთვნილებად იქცა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები