კომბოსტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კომბოსტო

კომბოსტო – ლათინური დასახელება – Brassica capitata List.

ბოტანიკური ოჯახი – ჯვაროსანთა
სიცოცხლის ხანგრძლივობა – ორწლიანი
განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა – 15-180C
ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა – 75-90%
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა 60-80%
ნიადაგის ოპტიმალური რეაქცია pH – 7,0-7,5
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -80C (თავების ფორმირებისას)
კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – 350C
სასურველი წინამორბედი კულტურები – მრავალწლიანი ბალახები, კარტოფილი, კიტრი, თავთავიანი, პარკოსანი კულტურები
არასასურველი წინამორბედი კულტურები – კომბოსტოსნაირები


სარჩევი

გავრცელებული პერსპექტიული ჯიშები და ჰიბრიდები

ხარიგულა საშუალოდ-საადრეო ჯიშია. მისი ვეგეტაციის პერიოდი შეადგენს 75-110 დღეს დარგვა შესაძლებელია ზამთრისპირა პერიოდში.
ლიკანი გამოირჩევა კარგი შენახვისუნარიანობით. საშუალოდ-საგვიანო ჯიშია და მისი ვეგეტაციის ხანგრძლივიბა არის 155-165 დღე
ატრია F1 საშუალოდ-საადრეო ჯიშია. ვეგეტაციის პერიოდი გადარგვიდან შეადგენს 120 დღეს. ინახება 6 თვემდე ვადის განმავლობაში.
ანკომა F1 ინახება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. საშუალოდ-საადრეოა. ვეგეტაციის პერიოდი – გადარგვიდან 110-120 დღე
სარატოგა F1 გამოირჩევა დაავადებებისადმი გამძლეობით. ვეგეტაციის პერიოდი გრძელდება 147 დღის განმავლობაში.
კომბოსტო

საბაზისო აგროკალენდარი

აგროღონისძიება დას. საქართველო აღმ. საქართველო
ნიადაგის განოყიერება II-III X-XI
მოხვნა II-III X-XI
დადისკვა-კულტივაცია II-III III-IV
ჩითილის გადარგვა II-III IV-V
წამლობები VI-VII IV-X
მოსავლის აღება VI-VIII X-XI


ნიადაგის დამუშავება

კომბოსტოსათვის განკუთვნილ ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს. გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა, ასევე ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

თესვის წესები და ნორმები

კომბოსტო ძირითადა ჩითილის მეთოდით მოიყვანება, თუმცა მისი მოყვანა უშუალოდ ღია გრუნტში თესვითაც არის შესაძლებელი, სათესი მანქანებით მწკრივებს შორის 70, ხოლო მცენარეებს შორის 50-60 სმ. დაშორებით, ჩათსევის სიღრმე მშრალ რაიონებში 2,5-3, ხოლო ტენიან ადგილებში 1,5-2 სმ-ია. 1 ჰა-ზე 1,2-2,0 კგ თესლია საჭირო.

ჩითილების გამოსაყვანად წარმატებით გამოიყენება საჩითილე კასეტები და სპეციალურად მომზადებული საკვები სუბსტრატი.

საჩითილე თესლი კასეტებში, ღია გრუნტში გადარგვამდე 25-30 დღით ადრე ითესება. ჩითილების გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: აღმოცენებისათვის 18-200C, ხოლო ზრდა-განვითარებისათვის 14-180C. მცენარის აღმოცენებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თესლის 20 წუთის განმავლობაში 48-490C-ზე გაცხელებულ წყალში მოთავსება.

ერთ ჰა-ზე დასარგავად საჭირო ჩითილის რაოდენობა დამოკიდებულია მოყვანის ვადებზე, სავეგეტაციო პერიოდსა და ჯიშების/ჰიბრიდების ზრდის სიძლიერეზე. გამომდინარე აქედან მცენარეთა რაოდენობა მერყეობს 16-80 ათასი ძირის ფარგლებში.

მორწყვა

მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.

კომბოსტოს ტენით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმებია:

  • ჯერადობა: 10-15 და მეტი
  • მთლიანი ნორმა 1 ჰა-ზე: საადრეო კომბოსტო: 2200-3000მ3. საგვიანო – 4500-5000მ3
  • ტენისადმი მოთხოვნის პერიოდი: ვეგეტაციის ყველა ეტაპი.
  • მორწყვის მეთოდი: დაწვიმებით, წვეთოვანი, ან კვლებში მიშვების მეთოდი.

საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფის საორიენტაციო სისტემა* =====

ზოგადი ინფორმაცია: ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა: აზოტი 6,05 კგ., ფოსფორი 4,8 კგ., კალიუმი 9,0 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

გამოკვების ზოგადი საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე 80 ტონა მოსავლის მისაღებად
საკვები ნივთიერება შეტანის ნორმა შეტანის ვადა
N – აზოტი 484,0 კგ. სუფთა ნივთიერება ვეგეტაციის პერიოდში გამოკვების სახით
P – ფოსფორი 384,0 კგ სუფთა ნივთიერება 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით
K – კალიუმი 720,0 კგ სუფთა ნივთიერება 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით
ნაკელი მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 30 ტონა ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა აზოტი 334 კგ., ფოსფორი 309 კგ., კალიუმი 540 კგ. (სუფთა ნივთიერებები)

ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

ბრძოლა მავნე ორგანიზმებისა და სარეველების წინააღმდეგ, ქიმიური ბრძოლის ზოგადი სქემა
მავნე ობიექტი შესხურების პერიოდი რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება
ფესვის სიდამპლეები ჩითილების შეწამვლა გადარგვამდე პროპამოკარბ-ჰიდროქსიდი-ალუმინის ფოსეთილი
დაავადებების კომპლექსი (ჭრაქი, ფომოზი და სხვ.) ვეგეტაციის პერიოდში, საჭიროების მიხედვით სპილენძის ჰიდროქსიდი; მანკოცები
მავნებელთა კომპლექსი (ხვატარი, თეთრულა და სხვ.) ვეგეტაციის პერიოდში, საჭიროების მიხედვით ფლუბენდიამიდი; ალფა-ციპერმეტრინი; დელტამეტრინი
ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ
განვითარების ფაზა ჰერბიციდის ტიპი რეკომენდირებული მოქმედი ნივთიერება
ყველა ტიპის სარეველა – კომბოსტოს გადარგვამდე, ან დათესვამდე ტოტალური გლიფოსტა
ვეგეტაციის პერიოდში, მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ სელექციური ფენოქსაპროპ-პ-ეთილი
მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის სხვა მეთოდები

კომბოსტოს მავნე ორგანიზმებისა და სარეველებისაგან დაცვის მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანი მექანიკური და აგროტექნიკური ღონისძიებებია: კულტურათა მონაცვლეობა, ნიადაგის მოვლითი სამუშაოების ხარისხიანი განხორციელება, დაზიანებული მცენარეების მოცილება/განადგურება და დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების წარმოება.

მოსავლის აღება/შენახვა

კომბოსტოს მოსავლის აღება შერჩევით ხდება, თაფვების შემოსვლისა და გამოყნების მიხედვით, ყოველ 5-10 დღეში ერთხელ თავებს ჭრიან დანით, ან სხვ. საშუალებებით. 3-4 მფარავი ფოთლის მიყოლებით. თავების მოჭრის და გამოტანის დროს საჭიროა სიფრთხილე. საგვიანო კომბოსტოს დაგვიანებით აღება მიუღებელია -4; -50C ყინვაზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ასეთ შემთხვევაში მოხვედრილი, აგრეთვე დაზიანებული თავები, ცუდად შეინახება. ხანგრძლივი შენახვისათვის განკუთვნილი პროდუქცია მაცივრებში გადააქვთ. ამ დროს შენახვისას ოპტიმალურია – 1-დან -10C-მდე ტემპერატურა და 90-95% ჰაერის შეფარდებითი ტემიანობა.


წყარო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები