კომბოსტოს მჟავე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომბოსტოს მჟავე – ოთხ ნაწილად დაჭრილ კომბოსტოს ქვევრში ჩაყრიდნენ და მარილში დანაყილ პილპილს დაუმატებდნენ, ქვევრს თავს დაუცობდნენ და ოცდაოთხი საათის განმავლობაში დატოვებდნენ. მერე თავს ახდიდნენ, წყალს ჩაასხამდნენ, სიწითლის მისაცემად ჭარხალს დააჭრიდნენ და ქვევრს ისევ თავს დაუცობდნენ. ამ მდგომარეობაში შვიდ-ათ დღემდე დატოვებდნენ.

მეორე ვარიანტი: — ამ შემთხვევაში ოთხად დაჭრილ კომბოსტოს კარგად მოხარშავდნენ, წყალს გადაუწურავდნენ, გააგრილებდნენ და ქვევრში ჩააწყობდნენ, შემდეგ წყალს დაასხამდნენ, მარილში დანაყილ პილპილს ჩააყრიდნენ და ქვევრს თავს დაუცობდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ შეამოწმებდნენ, თუ წყალი აკლდა, ჩაუმატებდნენ და ქვევრს თავს ისევ დაუცობდნენ. ამ მდგომარეობაში ათ-თორმეტ დღემდე ტოვებდნენ.



ლიტერატურა

აბაშიძე, კომახიძე, 1998:145

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები