კონიაშვილი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე კონიაშვილი

კონიაშვილი ალექსანდრე გრიგოლის ძე - (1873-1951) - გენერალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა ჯერ ტფილისის I კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ - ტფილისის კადეტთა სასწავლებელში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. მსახურობდა ჯერ ქვეითთა 196-ე ლაშქარში, შემდეგ - 155-ე პოლკში. 1916 წლის მარტში კაპიტანი კონიაშვილი დააჯილდოეს წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით, ქალაქ ერზერუმის აღების დროს გამოჩენილი მამაცობისთვის.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. გენერალი (1918 ან 1919). 1918 წლის შემოდგომაზე დაინიშნა სოჭის ოლქისა და შავიზღვისპირეთში დისლოცირებული ქართული შენაერთების სარდლად. 1919 წლის დასაწყისში მარცხი განიცადა დენიკინის არმიასთან ბრძოლაში, ჩავარდა ტყვედ, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. შემდეგ ერთხანს თბილისის მილიციის უფროსი იყო. 1920 წელს მონაწილეობდა ანტისახელმწიფოებრივი აჯანყების ჩახშობაში ცხინვალის რეგიონში. 1921 წელს მეთაურობდა სახალხო გვარდიის ბატალიონებს.

ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მსახურობდა პოლონეთის არმიაში. 1926 წლიდან პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალია. იყო დივიზიის მეთაურის მოადგილე. აქტიურად მონაწილეობდა პოლონეთის არმიის საბრძოლო მოქმედებებში მეორე მსოფლიო ომის დროს. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ გადადგა სამხედრო სამსახურიდან და საცხოვრებლად გადავიდა იტალიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ცხოვრობდა არგენტინაში. გარდაიცვალა ბუენოს-აირესში.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • ა. ჩაჩხიანი, რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში 1918-1920 წლებში, თბ., 2014;
  • მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015;
  • ლ. ურუშაძე, ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, თბ., 2005.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები