კონტრდარტყმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონტრდარტყმა - დარტყმა, რომელსაც ახორციელებენ დაჯგუფების (არმიის, არმიების ჯგუფის) ჯარები თავდაცვითი ოპერაციის დროს, რათა გაანადგურონ თავდაცვაში შემოჭრილი მოწინააღმდეგის დაჯგუფება, აღიდგინონ დაკარგული მდგომარეობა და შექმნან პირობები კონტრშეტევაზე (შეტევაზე) გადასასვლელად.

კონტრდარტყმა შეიძლება მოეწყოს ერთ ან რამდენიმე მიმართულებაზე II ეშელონის, საერთო-საჯარისო რეზერვის ძალებით, I ეშელონის ძალების ნაწილით, აგრეთვე სხვა მიმართულებებიდან მოხსნილი ჯარებით. კონტრდარტყმის მიმართულებაზე შეიძლება გადასხან საჰაერო დესანტი, გამოიყენონ სარეიდო რაზმები.

კონტრდარტყმას, როგორც წესი, ახორციელებენ სოლივით შემოჭრილი მოწინააღმდეგის დაჯგუფების ფლანგებზე, ჩვეულებრივ, იმ მომენტში, როდესაც მისი შემოტევა შეჩერებულია, ხოლო რეზერვების დაუყოვნებლივ შემოყვანა – შეუძლებელი.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები