კონტრიერიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონტრიერიში - (ფრანგული contre - საწინააღმდეგო და იერიში), თავდაცვაში მყოფი ჯარების მიერ შემტევი ჯარების გასანადგურებლად ჩატარებული იერიში. მისი მიზანია თავდაცვაში შეჭრილი მოწინააღმდეგის განადგურება და თავდაცვის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა. მიმდინარეობს ავიაციის, რაკეტების, არტილერიის ცეცხლით და სხვა საშუალებებით.

შეჭრილი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად გარკვეულ პირობებში შესაძლებელია შემდგომი იერიში II ეშელონის (რეზერვის) ძალებით ტაქტიკურ საჰაერო დესანტთან ურთიერთქმედებით და I ეშელონის ძალების მონაწილეობით.

კონტრიერიში, როგორც წესი, ტარდება იმ მომენტში, როდესაც შემოჭრილი მოწინააღმდეგე შეჩერებულია, მაგრამ ჯერ არ გამაგრებულა დაკავებულ ზღუდეებზე ან მისი წინ წაწევა შენელებულია. რაც შეეხება რეზერვს, იგი, უკვე გამოყენებულია ან მათი ბრძოლაში დაუყოვნებლივ ჩართვა შეუძლებელია. კონტრიერიში მთავრდება დანიშნული ზღუდის ხელში ჩაგდების შემდეგ.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები