კონტრშეტევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონტრშეტევა - შეტევის განსაკუთრებული სახეობა, რომელსაც თავდაცვაში მყოფი ჯარები მიმართავენ მოწინააღმდეგის შემოტევის მოგერიების დროს ან მოგერიების შემდეგ.

კონტრშეტევის მიზანია, გაანადგურონ შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგე, ჩაუშალონ შეტევა, აღიდგინონ დაკარგული მდგომარეობა და შექმნან პირობები შეტევითი ოპერაციისთვის, მნიშვნელოვანი რაიონების (ზღუდეების) დაკავების და სტრატეგიული ან ოპერატიული ინიციატივის ხელში ჩასაგდებად, ან ახალ ზღუდეებზე გამაგრებისას თავდაცვაზე გადასასვლელად.

კონტრშეტევა შეიძლება იყოს სტრატეგიული ან ოპერატიული მასშტაბის და ხორციელდებოდეს სტრატეგიული, დაჯგუფების, ან არმიის (კორპუსის) კონტრშეტევითი ოპერაციის ფორმით.

კონტრშეტევაზე გადასვლა ხდება, როგორც წესი, ისეთ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგემ ნაწილობრივ ან მთლიანად ამოწურა თავისი შეტევითი შესაძლებლობები (გამოიყენა მთელი რეზერვები, ან მათი მეტი ნაწილი), განიცადა მნიშვნელოვანი დანაკარგი და ვერ მოასწრო თავდაცვითი დაჯგუფების შექმნა და თავდაცვაზე გადასვლა.კონტრშეტევა შეიძლება დაიწყოს თავდაცვითი ოპერაციის დროს წარმატებით მიყენებული კონტრდარტყმების შედეგად. კონტრშეტევისათვის დამახასიათებელია წინასწარ, მშვიდობიანობის დროს, დაგეგმვა (პირველი თავდაცვითი ოპერაციებისათვის) ან მზადება და შეტევითი დაჯგუფებების შექმნა თავდაცვითი ბატალიის დროს. ჩვეულებრივ, კონტრშეტევის განსახორციელებლად იხმობენ დამატებით ძალებსა და საშუალებებს უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვიდან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები