კონური იარაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონური (ამაჩქარებელი) იარაღი - იარაღის შესაძლო სახეობა, რომელშიც დამაზიანებელ ფაქტორად გამოყენებულია იმ ნაწილაკების (მაგალითად, წყალბადის ატომების ან ელექტრონების) კონა, რომლებსაც სპეციალურ ამაჩქარებლებში სინათლესთან მიახლოებული სიჩქარე აქვთ. ასეთი იარაღის დამაზიანებელი მოქმედება შეიძლება გამოიხატოს რაკეტის საბრძოლო ქობინის მექანიკური დაზიანებით და აფეთქებით, ელექტრონულ აპარატურაზე რადიაციული ზემოქმედებით, ქიმიური რეაქციის ინიცირებით.

ლაზერული იარაღისგან განსხვავებით, კონური იარაღს ნებისმიერი ამინდის პირობებში შეუძლია მოქმედება. ნავარაუდევია კონური იარაღის გამოყენება საჰაერო თავდაცვის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის და სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვის სისტემებში განაღმვის საშუალებად და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები