კოპა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოპა – დაწურული ტკბილის ქვევრში გადასატანი ჭურჭელი, რომელიც ხუთ-ათ ლიტრს იტევდა. იგი ცაცხვის ხის მასალისაგან მზადდებოდა.

კოპას ხისგან გამოთლილ ოთხკუთხა ფორმის წყლის დასალევ საშუალებასაც უწოდებდნენ, რომელიც წყაროებზე იდო. ასეთი ჭურჭელი თხმელის ხისაგან მზადდებოდა. – შდრ. კაპილონი


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები