კორდომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კორდომი. (ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი)

კორდომი — ქალის სამკერდე, სამკაული, გულსაბნევი. იგი ვერცხლისა და ფერადი თვლებით მზადდებოდა.

ზემო აჭარაში აღსანიშნავია ვერცხლის კორდომი. იგი ორი ნაწილისაგან შედგებოდა, რომლის ბოლოებზე ძეწკვის ყულფ-საკიდებით ბურთულები ანდა სპირალები იყო მიმაგრებული. კორდომის ზედაპირი ორივე მხრიდან კარგად იყო ორნამენტირებული. მას შავი სევადით გამოყვანილი სტილიზებული მცენარეული სახეებით ფარავდნენ.

კორდომს უმეტესად სანამუსო, საგარეო – გამოსასვლელ სამოსელზე, დღესასწაულებისა და ქორწილის დროს იკეთებდნენ. კორდომს მხოლოდ გათხოვილი ქალი ატარებდა. ამდენად, იგი გარკვეული სოციალური სტატუსის მიმანიშნებელიც იყო. კორდომი სხვადასხვა ფორმისა და შედგენილობის იყო, მაგრამ ძირითადად, მას მოგრძო ფორმა ჰქონდა. კორდომს სამოსზე მკერდს ზემოთ, მარჯვენა მხარეს იმაგრებდნენ. კორდომის მსგავსი სამკაული დადასტურებულია „გონიოს განძში”, რომელიც II-IV საუკუნეებით თარიღდება. ჩანს, რომ კორდომს საუკუნეთა მანძილზე დიდი ცვლილება არ განუცდია.


ლიტერატურა

სამსონია, 2005; აჭარული დიალექტის... 1978:10.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები