კორდონული სტრატეგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კორდონული სტრატეგია - ომის წარმოების ხერხი, რომელიც დასავლეთ ევროპაში XVII-XVIII საუკუნეებში ბატონობდა. არმიის მთელ არსებულ ძალებს თანაბრად განალაგებდენ სახელმწიფო საზღვრის გაყოლებით და ქმნიდნენ ერთგვარ კორდონს, რომელსაც უნდა დაეფარა მოწინააღმდეგის მოქმედების ყველაზე შესაძლო მიმართულებები. საზღვრისპირა ციხესიმაგრეების თავდაცვისთვის გამოიყოფოდა ძლიერი გარნიზონები. შეტევაზე გადასული არმია ვერ ბედავდა გადასულიყო მტრის სიმაგრეებზე და თავისი კომუნიკაციებისათვის შეექმნა ზურგში დარჩენილი მოწინააღმდეგის თავდასხმის საფრთხე.

კორდონული სტრატეგიის თავისებურებაა მკაფიოდ გამოხატული თავდაცვითი ხასიათი და საბრძოლო მოქმედებების პასიურობა, რაც დაქირავებული არმიების ეპოქას ახასიათებდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები