კოსმოსური სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოსმოსური სისტემა - კოსმოსში და კოსმოსიდან გარკვეული სამხედრო და სამოქალაქო ამოცანების გადასაწყვეტად განკუთვნილი დედამიწისეული საშუალებების და კოსმოსური კომპლექსების ერთობლიობა.

განასხვავებენ საინფორმაციო-ტექნიკურ და სატრანსპორტო-ტექნიკურ კოსმოსურ სისტემებს. საინფორმაციო-

  • ტექნიკური კოსმოსურ სისტემების მეშვეობით ხორციელდება:
  • სხვადასხვა ობიექტის დაზვერვა კოსმოსში და დედამიწაზე;
  • ბალისტიკური რაკეტების გაშვების და ბირთვული აფეთქებების აღმოჩენა;
  • კავშირგაბმულობის და ტელევიზიის უზრუნველყოფა;
  • ნავიგაციის, გეოდეზიის და კარტოგრაფიის ამოცანების გადაწყვეტა;
  • ამინდის და ჰიდრომეტეოროლოგიური ვითარების პროგნოზირება;
  • დედამიწის ბუნებრივი რესურსების კვლევა, ეკოლოგიური კონტროლი და სხვა.

სატრანსპორტო-ტექნიკური კოსმოსური სისტემები უზრუნველყოფენ ორბიტული საშუალებების ტრანსპორტირებას და მათ მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებას, კოსმონავტების გადაყვანას და ტვირთების გადატანას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები