კოტა (სამოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოტა − ფრანგ.Cotte, მუხლამდე გრძელი თეთრი ტუნიკა ფართო სახელოებით, ხშირად დაბოლოებული მაქმანით, რომელსაც იცმევენ სასულიერო პირები ლიტურგიული მსახურების დროს. თავდაპირველი მისი ფორმა დღევანდელი სტიქარის მსგავსი იყო. მისი ხმარება დაიწყო XI საუკუნეში ინგლისში, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილსა და ესპანეთში. ეწოდა „სუპერპელიცეუმი“ („ტყავზე ზემოდან ჩასაცმელი“), რადგანაც მას ჩრდილოეთის ქვეყნების ცივი კლიმატის გამო სითბოსთვის აუცილებელ ცხოველთა ტყავისგან დამზადებულ სხვა ტანსაცმელზე ზემოდან იცმევდნენ.


წყარო

პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები