კრეჩმერი ერნსტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრეჩმერი ერნსტ

კრეჩმერი ერნსტ - Kretschmer Ernst, Кречмер Эрнст, 1888-1964.

გერმანელი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ცნობილი კონსტიტუციური ტიპოლოგიის ავტორი. სწავლობდა ტიუბინჰემში ემილ კრეპელინთან. ცხოვრების დიდი ნაწილი იქვე მუშობდა უნივერსიტეტის პროფესორად და ნევროლოგიური კლინიკის დირექტორად. 1921 წელს გამოქვეყნა წიგნი „სხეულის აღნაგობა და ხასიათი”, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა.

კრეჩმერი ეძებდა კავშირს სხეულის აღნაგობასა (ჰაბიტუსსა) და ფსიქიკურ აშლილობას შორის. ავადმყოფთა დიდი რაოდენობის შესწავლის საფუძველზე მან გამოყო სხეულის აგებულების სამი ტიპი, რომლებიც მაღალ კორელაციაშია ხასიათის/ტემპერამენტის (ეს ტერმინები ხშირად სინონიმებად იხმარეობოდა) და სულის დაავადების სამ სახეობასთან. ესენია:

Tipi 1.JPG

ასთენიკური (ლეპტოსომური) სხეულის ტიპი - გამხდარი, ვიწრო მხარ-ბეჭით და წვრილი კიდურებით, ჩავარდნილი გულმკერდით და შეწეული მუცლით, ფერმკრთალი, მკევთრად მოხაზული მოგრძო და ვიწრო სახით. შესაბამისი ხასიათის ტიპია - შიზოთიმიური: თავის თავში ჩაკეტილი (ინტრაპერსონალური ან აუტისტური), გარეგნულად ფრთხილი, მგრძნობიარე, ჯიუტი, არამეგობრული, არ უყვარს ცვალებადობა ნეოფობია, ძნელად ეგუება გარემოცვას, მიდრეკილია აბსტრაქციისკენ. ადამიანის ეს ტიპი უფრო ხშირად შიზოფრენიით ავადდება.

პიკნიკური ჰაბიტუსი - მოკლე კისერი, მოზრდილი მუცელი, სიმსუქნისკენ მიდრეკილი, დაბალი, ფართო, რბილი და მრგვალი სახე, დიდი თავის ქალა. შესაბამისი ხასიათია - ციკლოთიმური: კომუნიკაბელური, გულკეთილი, რეალისტური, სანდო, პატიოსანი, ოპტიმისტური, შეუპოვარი და პრინციპული, მიდრეკილი გუნება-განწყობილების ცვალებადობისკენ და აქედან გამომდინარე - ცირკულარული ან მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზისკენ.

Tipi 2.JPG

ათლეტური კონსტიტუცია - საშუალო ან მაღალი ტანი, ფართო მხარბეჭი და გულმკერდი, გამოკვეთილი კუნთები, განსაკუთრებით კიდურებზე, მაღალ და მაგარ კისრზე სწორად მჯდომი მძლავრი თავი, სახე მკვეთრი, ძლოვანი რელიეფით. ხასიათი ტიპია - ისკომიური: წყანარი, ნაკლებმგრძნობიარე, ნაკლებად სხარტი აზროვნებით, ძნელად ეგუება ვითარებათა ცვალებადობას. მიდრეკილია ეპილეფსიისადმი.

Tipi 3.JPG

კავშირს სხეულის აღნაგობასა და ხასიათობრივ თვისებებს შორის, ხოლო უკიდურეს შემთხვევებში, ფსიქიკურ დაავადებებს შორის, კრეჩმერი იმით ხსნიდა, რომ სხეულის აგებულებასა და ტემპერამენტს საერთო მიზეზი იწვევს - ესაა ენდოკრინული სისტემის ჯირკვლების მოქმედება და ამით განაპირობებული სისხლის შემადგენლობა.

კრეჩმერის მიდგომის პოპულარობამ მწვერვალს მიაღწია 1930-1950-იან წლებში; მიუხედავად იმისა, რომ არ მიუღია სათანადო ექსპერიმენტული დასაბუთება, დღემდე ინარჩუნებს მომხრეებს.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები