კრწანისის ბრძოლა 1795

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრწანისის ბრძოლა 1795 - ბრძოლა ქართლ-კახეთის (ერეკლე II ) და ირანის (აღა-მაჰმადხანი) ჯარებს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე.

1795 წელს აღა-მაჰმად-ხანი 50 ათ-ანი ჯარით ამიერკავკასიაში შემოიჭრა და ადგილობრივი პოლიტიკური ერთეულების დამორჩილებას შეუდგა. მან ერეკლე II -ს მოსთხოვა რუსეთთან კავშირის გაწყვეტა და ირანის უზენაესობის ცნობა. ერეკლემ, რომელსაც რუსეთის დახმარების იმედი ჰქონდა (გეორგიევსკის ტრაქტატი 1783), უარი შეუთვალა და სამხედრო სამზადისს შეუდგა, მაგრამ აღა-მაჰმად-ხანი სწრაფად დაიძრა 30-35 ათ. კაცით და 8 სექტემბერს უკვე თბილისის მისადგომებთან იყო. რუსებს დახმარება არც უფიქრიათ, ერეკლეს ჯარი კი დაახლოებით 5–6 ათ. მეომარს ითვლიდა. მიუხედავად ამისა, ბრძოლის პირველ დღეს (10 სექტემბერი) ქართველებმა წარმატებით მოიგერიეს ირანელთა ავანგარდის (3 ათ. კაცი) შეტევა, მაგრამ 11 სექტემბერს აღა-მაჰმად-ხანმა თავისი მთავარი ძალები გამოიყვანა; ბრძოლა დილიდან საღამომდე გაგრძელდა და ქართველთა დამარცხებით დამთავრდა. ერეკლემ 150-მდე მხედრით მთიულეთს შეაფარა თავი. ირანელებმა თბილისი აიღეს, სასტიკად ააოხრეს და 10 ათ-მდე ტყვე წაიყვანეს. კრწანისის კატასტროფამ დიდი ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს და რუსეთის მიერ მისი ანექსიის ნიადაგი შეამზადა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები