კუდოელი თავხევისბერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუდოელი თავხევისბერი – ერთი კუდოელი თავხევისბერი ყოფილა, დიდად მორწმუნე კაცი. ახალწლის წინა ღამით თოვლი მოსულა და ამ ხევისბერს წასვლა დაზარებია თავის სალოცავში, მთავარმოწამეში. იმ ღამით ოჯახის წევრები გვიანამდე მსხდარან, ხევისბერიც გვიან დაწოლილა, ტანთ გაუხდია და წინდა-ახალუხიანი წოლილა. ერთი კი ჩასძინებია, მაგრამ უცებ მთავარმოწამის ხმა მოსვლია და გაქადაგებულა. წამოვარდნილა და გამოქცეულა ქადაგობით გოგოლაურთისკენ წინდიანი და ახალუხიანი, უქუდოდ. წინდები დაგლეჯილა და ფეხშიშველა უვლია თოვლში და სიცივეში. მთავარმოწამის სადასტუროში ადგილობრივი დასტურ-ხევისბრები იყვნენ შეკრებილნი. გათენებისას ქადაგობა მოესმათ. ცოტა ხნის შემდეგ თავხევისბერიც მოვარდა ოფლიანი. მიეგებნენ, შეიყვანეს სადასტუროში, მაგრამ იქ დარჩენა არ ინდომა, სანთლები მოითხოვა, ისევ ფეხშიშველი გავიდა და კოშკთან დაბრძანებულ დროშასთან მუხლმოყრილმა დაანთო სანთლები, თავი მოიხარა და ჯვარს მადლი მოთხოვა. მერე შემოვიდა და მშვიდად დაჯდა სადასტუროში (დასტური). არც ხელები ჰქონდა მოყინული და არც ფეხები. მერე მოყვა თავის ამბავსაც, როგორ დაიზარა წამოსვლა და როგორ წამოაგდო შუაღამისას და გამოაქცია თავის სალოცავმა.

გაიგეს მისმა ბიძაშვილებმა, რომლებიც აქვე გოგოლაურთაში ცხოვრობდნენ, მოუტანეს ჩასაცმელ-დასახური და ლოგინი. ერთი საკლავიც სამონანულო მოიყვანეს და დაკლეს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები