კურეტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კურეტები(ბერძნ.) ქალღმერთ რეა-კიბელესა და ჩვილი ზევსის თანამგზავრები. როდესაც რეამ კუნძულ კრეტაზე გადამალა ახალშობილი ზევსი, კურეტები ხმამაღლა მღეროდნენ და ცეკვავდნენ, რათა კრონოსს არ გაეგო მისი ტირილი.

სხვა ლეგენდის თანახმად, კურეტებმა აღზარდეს დიონისეც.

კურეტებს ხშირად ამსგავსებდნენ კაბირებს, კორიბასებსა და ტელქინებს.

კურეტები გეასა და ჰელიოსის შვილებად ითვლებოდნენ. გვიან ანტიკურ ხანაში ისინი ათენას გარემოცვაშიც აღმოჩნდებიან. ბერძენთა რწმენით, მათ შეასწავლეს ადამიანებს სახლთა შენება, ფუტკრების მოვლა და მრავალი სხვა ხელობაც.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები