კურტანიძე ელდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელდერ კურტანიძე

ელდერ (ლუკა) კურტანიძე – დაიბადა 1972 წლის 16 აპრილს გულრიფშის რაიონის სოფ. ქვემო ფშაფში. — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე ( 90კგ; 96 კგ, 97 კგ). 1996 წლის ატლანტის XXVI ოლიმპიური თამაშების (90 კგ) ­ ბრინჯაოს პრიზიორი.2000 წლის სიდნეის XXVII ოლიმპიური თამაშების (97 კგ) ­ ბრინჯაოს პრიზიორი, 2004 წლის ათენის XXVIII ოლიმპიური თამაშებიში (96 კგ) დაიკავა ­ VIII ადგილი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2002, 03), მეორე (1993, 05) და მესამე (1997) პრიზიორი. ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (1996, 97, 98, 01, 05), ვერცხლისა (1993, 95, 02) და ბრინჯაოს (1999, 06) მედლების მფლობელი, ევროპის პირველობის გამარჯვებული ახალგაზრდებს შორის (1992). საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1996, 2002, 2003). საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2012-­14). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.

სარჩევი

განათლება

ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი.

სამუშაო გამოცდილება

  • სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, პრორექტორი (2012-2015)
  • საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2012-2014).
  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2015 წლის თებერვლიდან-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.

სპორტული კარიერა

1996 წლის ოლიმპიური თამაშები

21 მონალე
1. რასულ ხადემი (ირანი)
2. მახარბეკ ხადარცევი (რუსეთი)
3. ელდარ კურტანიძე (საქართველო)
I წრე ­ წმინდად (1,59) დაამარცხა კოლოია ბაევი (ბულგარეთი); II წრე ­ ქულებით (2:3) წააგო იკ­ჰი კიმთან (სამხრეთ კორეა); III წრე ქულებით (6:1) მოუგო ბეინმუნხინ განტოგტოხს (მონღოლეთი); IV წრე ­ ქულებით (5:1) გაიმარჯვა რიჩარდას პაულიუკონისთან (ლიტვა); V წრე ­ ქულებით სძლია (1:0) მელვინ დუგლასს (აშშ); VI წრე ­ ქულებით (10:4) მოუგო ჯამბულათ თედეევს (უკრაინა); მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ქულებით (5:0) დაამარცხა იოზეფ ლოჰინა (სლოვაკეთი).

2000 წლის ოლიმპიური თამაშები

19 მონაწილე.
1. საჟიდ მურთაზალიევი (რუსეთი)
2. ისლამ ბაირამუკოვი (ყაზახეთი)
3. ელდარ კურტანიძე (საქართველო)
I წრე ­ წმინდად (4,37) დაამარცხა რიჩარდას პაულიუკონისი (ლიტვა); II წრე ­ ქულებით (9:1) სძლია არავატ საბიევს (გერმანია); III წრე ­ ქულებით (1:0) მოუგო ალირეზა ჰეიდარის (ირანი); ნახევარფინალში ქულებით (1:3) წააგო საჟიდ მურთაზალიევთან (რუსეთი); მესამე ადგილისათვის შეხვედრა ქულებით (4:1) მოუგო მარეკ გარმულევიჩს (პოლონეთი).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები