კუსაგონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუსაგონ-ი (ოს. Къусæгон) — ეთნოგენეტიკური და გენეალოგიური გადმოცემების მიხედვით, კუსაგონოვების (Къусæгонтæ) ძველი გვარის დამაარსებელი, ოსთა პირველწინაპრის — ოს-ბაღათირის ერთ-ერთი ვაჟი. კუსაგონთა აწ უკვე დაშლილი გვარის შთამომავლებად ითვლებიან სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხუბულოვები და მათი მრავალრიცხოვანი განაყოფები (ჯიოევი, ბითაევი, ბაბაევი, გასიევი, კოკოევი, ქარსანოვი, ოსთაევი და სხვ.), ასევე ჩრდილოეთ ოსეთის ალაგირის ხეობის სოფლების — დაგომის, დონისარის, ურსდონის, მიზურის, ნოგყაუს და სხვათა მკვიდრი გვარების დიდი ნაწილი.

ხალხური ეტიმოლოგიით სახელი Къусæгон უკავშირდება ოსურ ენაში თასის აღმნიშვნელ სიტყვა — «къус» (გადმოცემის თანახმად, კუსაგონს მამამ მემკვიდრეობად თასი დაუტოვა), რაც ზოგიერთი მეცნიერის მიერ გაზიარებულია. რამდენადაც ძველ ოსურში -он სუფიქსი გვარის მაწარმოებელი იყო, რაც შენარჩუნებულია ქალებთან მიმართებაში, კუსაგონის თავდაპირველი სახელი კუსაგი (Къусæг) უნდა ყოფილიყო.


ლიტერატურა

Гутнов Ф. Х. Генеалогические предания осетин как исторический источник. Орджоникидзе, 1989.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები