მრელაშვილი ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლადო მრელაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლადო მრელაშვილი

მრელაშვილი ლადო – (1926 − 2006), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ იყალთოში (თელავი). 1950 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. პირველი ლექსი „ლაზი ვიყავ და ლაზი ვიქნები” 1948 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში” გამოაქვეყნა, პირველი წიგნი – პოემა „ზარი სამგორში” – 1955 წელს. იგი ავტორია პროზაული და პოეტური კრებულებისა, აღსანიშნავია საყმაწვილო წიგნი „იყალთოელი ბიჭები” (1957), „ლექსები” (1959), „განკვეთილი სადავე” (1970), „თავგადასავალი სამი ღამისა” (1971), „გზები სავსეა მოულოდნელობებით” (1973).


შემოდგომა
შემობრძანდა შემოდგომა
დახუნძლული ვენახებით,
მინდვრებო და ტყე-ჭალებო,
რა ლამაზად მენახვებით.
სიო ფოთლებს სიმინდისას
ისე ნაზად აშრიალებს,
შეშურდებათ ბაღში ხეებს
ხეებს, ლამაზ თავშლიანებს.
ნეტავ საით მიიჩქარის
მოლიკლიკე ნაკადული
ზაფხულიდან ბაღ-ბოსტნებში
მიმოფანტულ-დაკარგული.
როგორ სუნთქავს არემარე,
რა სიუხვით, რა ბარაქით;
დროა, ხილის მთა-გორებო,
სარდაფებში დაბანაკდით.
ხარბად ნთქავენ საწნახლები
მტევნებს − ქარვის „კიჭიანებს“,
კარო, კარო მარნისაო,
უფრო მაგრად იჭრიალე!
უფრო მაგრად დაიბერტყე,
უფრო უხვად, ცაო, კალთა,
რომ კვლავ იყო პირნათელი
საქართველოს მომავალთან.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები