ლაზარეს შაბათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაზარეს შაბათი - „ლაზარეს შაბათს“ ყველა ქრისტიანი ზეიმით აღნიშნავს ბზობის წინა დღეს. ლაზარეს აღდგინება არის ქრისტეს ამქვეყნიურ სასწაულებში (აღდგომის გარდა) უდიდესი. უფალმა დაუშვა 4 დღე მკვდარი ყოფილიყო მისი საყვარელი მეგობარი ლაზარე, რათა მისი აღდგინებით ებრაელ ხალხს ეწამა, რომ ქრისტე ღმერთია, რომ ის არის მათი სანატრელი მესია, ამდენი საუკუნე რომ ელოდნენ. ქრისტეს ბოლო ცდა იყო, რომ ებრაელობას არ მიეღო მონაწილეობა ქრისტეს წამებაში. იგი მაინც გაეკვრებოდა ჯვარზე კაცობრიობის სახსნელად, რადგან თვითონვე ამბობდა, რომ „ამისთვის მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა ქვეყნად, რათა აღეხოცნა პირველქმნილთა ცოდვები“, მაგრამ მისი უდიდესი სურვილი იყო ღვთის რჩეულ ერს არ მიეღო მონაწილეობა უსჯულოების ამ ზეიმში. უკვე აყროლებული ლაზარეს მხოლოდ სიტყვით აღდგინების შემდეგ, ებრაელთა უმრავლესობამ იწამა, რომ ქრისტე ღმერთი და მხსნელია, ამიტომ შეხვდნენ ბზობის დღესასწაულზე იერუსალიმში დიდებით.

ლაზარეს შაბათი და ქართული ენა

ქართველებისათვის ორმაგად სასიამოვნო და საპატივცემულოა ლაზარეს შაბათი, რადგანაც ამ დღეს ვზეიმობთ ქართული ენის დღესასწაულსაც. უცნობ ავტორის ლექსში - „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ" ლაზარე გაიგივებულია ქართულ ენასთან. ეს ლექსი იპოვა და გადმოწერა იოანე-ზოსიმემ და დაურთო სინას მთის ბიბლიას, ლექსის ავტორი კი უცნობია.



წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

იცილე აგრეთვე

ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები