ლამისყანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლამისყანა - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში ქსნის ხეობაში.

ისტორია

გვიანდელ ფეოდალურ ხანაში სოფელი ლამისყანა ქსნის ერისთავების სამფლობელოში შედიოდა. XVIII საულუნის I ნახევარში იგი მუხრან ბატონების გამგებლობაში გადავიდა, შემდეგ კვლავ ერისთავებს დაუბრუნდა.

1728 წელს ილტოზის წყაროზე (დღეს ამ წყაროს გურამიშვილის წყაროს ეძახიან) ლეკებმა დაატყვევეს დავით გურამიშვილი.

1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის ჯარის ერთი რაზმი ლამისყანაში დაამარცხა იოანე ბატონიშვილმა.

1913 წელს ივ. ჯავახიშვილმა ლამისყანაში ჯამბაკურ ორბელიანის სასახლის ბიბლიოთეკაში მიაკვლია „ქართლის ცხოვრების“ ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთა შორის უძველესს, რომელიც გადაწერილია ალექსანდრე კახთა მეფის მეუღლის დედოფალ ანას ბრძანებით XV საუკუნის II ნახევარში (ანასეული ხელნაწერი).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები