ლანჩავა თეიმურაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეიმურაზ ლანჩავა

ლანჩავა თეიმურაზ − (1947), ქართველი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. ნოველების პირველი კრებული „ჩემი მხიარული მოწყენილობა” 1974 წელს გამოსცა. ავტორია ორმოცამდე პროზაული და პოეტური კრებულისა, მათ შორის: „ამბავი სიზმრის აბლაბუდიდან”, „საიდან მოდიხარ, სიყვარულო”, „ზამთრის თეთრი მერცხლები”, „ჩამქრალი ვულკანი”, „ბედნიერი ხარ უსასრულობით”, „გარდასულ დღეთა უსასრულობა”, „ჩემი სიკვდილის სინათლე”, „მიასვენებენ ქარები ფოთლებს” და სხვა. გამოცემული აქვს ნაწარმოებების ორტომეული, ოთხტომეული, რჩეული ლექსების ერთტომეული და სხვა. 1989 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარეა, რედაქტორობს მწერალთა და ხელოვანთა გაზეთ „უქიმერიონს” (ქუთაისი). ასევე საზოგადოება „ქუთაისელის” პრეზიდენტია. მინიჭებული აქვს „ქართული კულტურის რაინდის” და „ხელოვნების ქურუმის” წოდება.


* * *
რატომ მოხდა, ვერ შევძელით,
ჯავრი მტერზე გვეყარა,
ილიას გზით წასულიყო
რუსთაველის ქვეყანა.
თუმცა შინაურობაშიც
მტერი ბლომად გვერია,
მაინც, რატომ ვერ გვიშველა
რუსთაველის გენიამ.
ფარსადანი ვამჯობინეთ,
ახლობელს და მოკეთეს
დავივიწყეთ, არსაკიძეს
მკლავი რისთვის მოჰკვეთეს.
უარვყავით სალოცავი
ჩვენი ციხე-ტაძრებით,
რატომ ცხოვრობს საქართველო
უარესის გაძლებით.
რად არ გვიკვირს, მოსარგებლე
ჩვენთვის რად წერს განაჩენს,
რად არ ვცდილობთ, საქართველო
ქართველისთვის გადარჩეს.
რად ვერ შევძლეთ, ჩვენი ჭკუით
ჯავრი სხვაზე გვეყარა,
სხვისი ჭკუით რატომ ცხოვრობს
რუსთაველის ქვეყანა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები