ლაოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაოსის დროშა

ლაოსი (Laos – ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა)სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე.

ფართობი – 236,8 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 6,4 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ლაოსური.

დედაქალაქი – ქ. ვიენტიანი.

ადმინისტრაციულად იყოფა 14 კხუენგად (პროვინცია). სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოა სახალხო კრება, აღმასრულებელი – მთავრობა.

დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1945 წლის 12 ოქტომბერს, სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკად – 1975 წელს.

ლაოსი აგრარული ქვეყანაა. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგია მიწათმოქმედება. მოჰყავთ ბრინჯი, სიმინდი, ბოსტნეული, ზეთოვანი კულტურები და სხვა.

საერთაშორისო აეროპორტებია: ვიენტიანი, ლუანგპრაბანგსა და სავანაქეტი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 29,1 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები, სამდინარო ფლოტილია 25,1 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 4 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები