ლაშარის ჯვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაშარის ჯვარი

ლაშარის ჯვარიფშავის ხევის საყმოთა გამაერთიანებელი ჯვარი, რომლის ავტორიტეტის ქვეშ იკრიბებოდა ფშავისხევის თორმეტი საყმოს დროშა. მისი საბრძანისი (საარსო) მდებარეობს ხმელგორზე, არაგვის მარცხენა ნაპირზე. აქ დღესაც დგას იმ მითოსური ბერმუხის ფესვზე აღმოცენებული მუხა, რომელიც ზურაბ ერისთავმა მოჭრა. ფშავის საყმოთა რიცხვის კვალობაზე, აქ თორმეტი საჯვარე იყო გამართული, სადაც სადღესასწაულო სუფრებს აწყობდნენ. ლაშარის ჯვარი, ანდრეზის თანახმად, ლაშა-გიორგის დაუარსებია თავისი მოსახელის, წმიდა გიორგის სახელზე. აქ, ხმელგორზე ოქროს ჯვარი შეუწირავს და ამ ჯვარზე აღმოცენებულა სალოცავი. ვახუშტი ბატონიშვილი ლაშას-ჯვრის სახელით იხსენიებს ფშავისხევის მთავარ სალოცავს. ლაშარის ჯვრის წარსულ დიდებას გვაუწყებს ეს ლექსი:

„ბრძანებდა ლაშარის ჯვარი: ცას ვები ოქროს შიბითა,
ხმელგორზე მედგა ბერმუხა, ზედ ავდიოდი კიბითა.
ჩემ საყმოთ შემონაძღვენი, ღმერთთან ამქონდა იქითა“





წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები