ლაშხი ლელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლელა ლაშხი

ლაშხი ლელაქართველი მწერალი, რეჟისორი, ჟურნალისტი, ფოტოგრაფი. დაიბადა 1982 წლის 16 აპრილს, ჭიათურაში.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტელე-რადიო-ჟრნალისტიკის ფაკულტეტი. ასევე, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის სარეჟისორო, გიზო ჟორდანიას სახელოსნო. აქვეყნებდა საგაზეთო სტატიებს სხვადახვა პერიოდიკაში. მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებში, სხვადასხვა არხებზე.

სამუშაო გამოცდილება

  • 2005-2006წწ ჯო ბენსენის ფოტოგრაფიის სკოლა.
  • 2007-2008 წწ მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორის ასისტენტი.
  • 2009-2012 წწ შემოქმედებითი საღამოების ორგანიზატორი ლიტ. კაფეებსა და კინო-თეატრებში, ასევე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
  • 2010 წ ალ. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის თეატრში სპექტაკლი „შემოდგომის სონატა“(რეჟისორი)
  • 2012 წ საინფორმაციო სააგენტო „ინფო-9“ (რედაქტორი)
  • 2012 წ კრებული „ლტოლვილთა სამოთხე“
  • 2013 წ პარიზის ჟურნალისთა სახლის წევრი.
  • 2014 წ სპექტაკლი პარიზის Théâtre Antoine_ში თანაავტორობითა და თანარეჟისორობით „Cours, cours encore“.
  • 2015 წ რომანი „გოგონა საცვლების გარეშე“
  • 2016 წ მებაღე, პარიზის რენესანსის ნაციონალურ მუზეუმში.
  • 2016 – 2017 წწ მზარეული „Planete Sèsame Métisse“.
  • 2018 წ მზარეული „Mulko“
  • 2018-2021 შეფმზარეული „Château Maubuisson“
  • 2020 წ რომანი „ჟაკლინი“. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
  • 2021 წ მაისიდან დღემდე, პარიზის მერიის სამედიცინო რესტორაციის ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორი.
  • 2021 წ პროზაული კრებული „აღმართი“. ბაკურ სულაკაურის გამომცელობა.

მეათე წელია ცხოვრობს პარიზში

წყარო

‏‎
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები