ლეგენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეგენი

ლეგენი − სპილენძის ანდა თითბრის სპეციალური ხელსაბანი პატარა ტაშტი, რომელსაც პირი ფართე, ხოლო ძირი – ჩაღრმავებული და მრგვალი ჰქონდა.

აჭარის ტრადიციულ ყოფაში მიღებული იყო წესი, კერძოდ, სტუმარს სადილობის ანდა, ზოგადად, პურობის წინ და შემდგომაც ხელებს დააბანინებდნენ. ამას ოჯახის პატარძალი აკეთებდა. ლეგენი შესაბამისად მსუბუქი და მოსახერხებელი იყო. მას ზემოდან წვრილად დახვრეტილი სახურავი ჰქონდა, სადაც ნაბანი წყალი ჩადიოდა, თუმცა იმავდროულად სახურავი ტაშტში არსებულ ნაბან წყალს ფარავდა და ესთეტიკური თვალსაზრისითაც გამართლებული იყო.

ზომის მიხედვით გამოიყოფოდა დიდი, საშუალო და პატარა ლეგენი. დანიშნულების მიხედვით მოიხმარდნენ როგორც ხელსაბანს, ფეხისაბანს, ტანისაბანს, ანუ სააბანოეს, ისე სარეცხისათვის.



ლიტერატურა

ნოღაიდელი, 2015; ჟღენტი, 1936; ჯაჯანიძე, 1961.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები