ლედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ლედა და გედი“
პიტერ პაულ რუბენსი, XVII ს.

ლედა(ბერძნ.) ეტოლიის მეფის, ფესტიოსის ასული. ტინდარეოსის მეუღლე. კლიტემნესტრასა და კასტორის დედა. ზევსისგან ლედას ეყოლა მშვენიერი ელენე და პოლიდევკესი.


მას შემდეგ, რაც სახელგანთქმული გმირი ტინდარეოსი თავისი სამეფოდან, სპარტადან, გააძევა საკუთარმა ძმამ, იგი შეიფარა ეტოლიის მეფე ფესტიოსმა. და არა მარტო შეიფარა, არამედ თავისი უმშვენიერესი ასული ლედა შერთო ცოლად. ერთხელ ზევსმა თვალი ჰკიდა ლედას, რომელიც მდინარე ევროტასის სანაპიროზე სეირნობდა. მოიხიბლა მისი მშვენებით, თეთრ გედად გარდაისახა და თანაეყო. გავიდა დრო და ლედამ კვერცხი დადო, საიდანაც გამოიჩეკნენ ზევსის შვილები: ელენე და პოლიდევკესი, ხოლო ტინდარეოსისგან ლედას ეყოლა კიდევ ორი შვილი – კლიტემნესტრა და კასტორი.


გვიანი მითოსის თანახმად, გედადქცეული ზევსის გამოცხადების შემდეგ ლედამ ორი კვერცხი დადო: ერთი კვერცხიდან გამოიჩეკა ელენე, მეორე კვერცხიდან კი – დიოსკურები – კასტორი და პოლიდევკესი.


არსებობს მითოსის სხვა ვერსიაც, რომელიც გვამცნობს, რომ გედადქცეულ ზევსს არწივი დაედევნა. ზევსმა ქალღმერთი ნემესისი დაინახა და მის მკერდს ამოეფარა, თან თანაეყო. მალე ნემესისმა კვერცხი დადო, ხოლო ეს კვერცხი ჰერმესმა ლედას შეუგორა კალთაში. ამ კვერცხიდან კი მშვენიერი ელენე იშვა.


ეს მითოსი ანტიკური თუ გვიანი ხანის ხელოვანთა უსაყვარლეს სიუჟეტად იქცა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები