ლემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლემა

ლემა - (Detura stramonium L.);
ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი (Solanacaea)
მეგრულად – ჩხოუშ(ი), ჭირიშ(ი)

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 30-120 სმ. ფოთლები დიდი ზომისაა, კვერცხისებური, – ზედა მხარე – მუქი მწვანე, ქვედა – შედარებით ღია. ყვავილები მარტოულია და დიდი ზომის, თეთრი, გადანაღუნი წაწვეტებულია. ნაყოფი ეკლებით დაფარული კოლოფია. ყვ. ნაყ. VI-X. დაბლობის მცენარეა, იზრდება რუდერალურ ადგილებში, ბოსტნებსა და გზისპირა მიდამოებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან.

სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლები და თესლი. შეიცავს: ვიტამინ С, მინერალურ ნივთიერებებს – კალციუმს, კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, ნატრიუმს, სპილენძს, თუთიას, ფტორს; ლიმონელის, ოლეინის, პალმიტინის, სტეარინის და სხვა ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ცხიმზეთებს, კაროტინს, ალკალოიდებს (ატროპინს, ჰიოსციამინს, სკოპოლამინს, დაურინს და ა.შ.), ცილებს და სხვ. ხასიათდება სპაზმოლიტური, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედებით.

გამოიყენება ნაწლავების სეკრეციის შესამცირებლად, ანელებს საკვებ-მონელების პროცესებს, კურნავს ლიმფური კვანძების ანთებას, ასთმას, კრუნჩხვით ხველებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ნაღვლის სადინარების დაავადებებს, შველის კუჭის ჭვლებს, საშვილოსნოსა და მსხვილი ნაწლავის დაწევას, აფართოებს ბრონქების მუსკულატურას. ბალახის ნახარშს იყენებენ ეპილეპსიის, სპაზმების, სლოკინის, ქოშინის, ყელისა და პირის ღრუს ანთების, კბილის ტკივილების დროს. ნაყენით მკურნალობენ ნერვული სისტემის დარღვევებს, სტრესებს, უძილობას, ფსიქიურ დაავადებებს, ნევრასტენიას. ადვილად კურნავს კრუნჩხვებს და მეტყველების დარღვევებს. რეკომენდებულია მისი აბაზანები და კომპრესები ეგზემის, რევმატიზმის, დაჟეჟილობების დროს.

შხამიანი მცენარეა! გამოყენებისას უკიდურესი სიფრთხილის დაცვაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ძლიერი მოწამლვა (ბიძინაშვილი, 2020).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები