ქიაჩელი ლეო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლეონ შენგელაია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეო ქიაჩელი

ქიაჩელი ლეო (შენგელაია ლეონ მიხეილის ძე) - (7.II/19.II.1884, სოფ. ობუჯი - 19.XII.1963, თბილისი) - ქართველი მწერალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1904-1905 წლებში სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905-1907 წლებში რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1907 გაიქცა ქუთაისის ციხიდან. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. 1907 სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ „ჩვენს აზრში“ დაიბეჭდა მისი მოთხრობა „წარსული აწმყოში“. ამ დროს აირჩია ფსევდონიმად მამის სახელი და ბეჭდავდა „ლ. მიხაძის“ ფსევდონიმით, რომელიც შემდგომში ქიაჩელით ჩაანაცვლა. 1912 გაემგზავრა შვეიცარიაში. სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1909 გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ადრინდელ ნოველებში იგრძნობა სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მოტივები („შეურაცხყოფილი“, „Escalade“, „სტეფანე“, „ისკანდერი“, „ცოდვის შვილები“). მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: „თავადის ქალი მაია“, „ალმასგირ კიბულან“, „ჰაკი აძბა“, „ტარიელ გოლუა“, „სისხლი“, „გვადი ბიგვა“. დაწერა კინოსცენარი ფილმისთვის „ნარინჯის ველი“. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაიღეს ფილმები: „ტარიელ გოლუა“, „თავადის ქალი მაია“ და „გვადი ბიგვა“.

დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ სამწერლობო საქმიანობას. 1918 წელს შედიოდა სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ „ალიონის“ სარედაქციო კოლეგიაში. 1919 წლის 3 იანვარს სახელმწიფო თეატრში „კავშირის“ დასის მიერ პირველად ქართულ სცენაზე დაიდგა ლეო ქიაჩელის რომანი „ტარიელ გოლუა“ შალვა დადიანის რეჟისორობით.

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

გაგა ლომიძე

ლიტერატურა

  • ი. ვართაგავა, ლეო ქიაჩელი, თბ., 1966;
  • ა. თოფურია, ლეო ქიაჩელის ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1977;
  • ტ. კვანჭილაშვილი, ლეო ქიაჩელი, თბ., 1955;
  • შ. ჩიჩუა, ლეო ქიაჩელი, თბ., 1965;
  • ვ. ცისკარიძე, უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხები, ნაკვ. II, თბ., 1984;
  • ს. ჭილაია, ლეო ქიაჩელი, თბ., 1954 (საჯარო ლექციის სტენოგრამა);
  • ვ. ჯიბუტი, ლეო ქიაჩელი, თბ., 1971;
  • გაზ. „ერთობა“, 1919, №2.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ლეო ქიაჩელი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები