კერესელიძე ლეო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლეო კერესელიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეო კერესელიძე

კერესელიძე ლეო მათეს ძე (1885 - 23.XI.1943) - გენერალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1904 ჩააბარა ჟენევის უნივერსიტეტში. ევროპაში ყოფნისას გაწევრიანდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში. იქვე დაუკავშირდა გიორგი დეკანოზიშვილს და 1905 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოში არალეგალურად იარაღის შემოტანის ოპერაციაში, პირადად იმყოფებოდა გემ „სირიუსზე“, რომელსაც ეს იარაღი შემოჰქონდა. მონაწილეობა მიიღო დუშეთში ხაზინის გატაცებაში (ს. გედევანიშვილთან ერთად). რევოლუციის დამარცხების შემდეგ, 1906 წელს, წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა შვეიცარიაში, სამეცნიერო ხარისხის მოპოვების შემდეგ გახდა ჟენევის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. თანამშრომლობდა ევროპაში გამომავალ ქართულ გაზეთებთან. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას იყო გერმანიაში მოქმედი „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ წევრი. აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ლეგიონის“ ჩამოყალიბებაში და ლეგიონის შექმნის შემდეგ გახდა მისი მეთაური. 1916 წლამდე ლეგიონი მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ კავკასიის ფრონტზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციაებში.

1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ლ. კერესელიძე დაბრუნდა საქართველოში. ლეგიონთან ერთად მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში და ეხმარებოდა თავისუფლებისათვის მებრძოლ ჩრდილო კავკასიელებს. 1919 წლიდან იყო ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლშევიკებისა და თეთრგვარდიელების წინააღმდეგ მოქმედი ჩრდილოეთ-კავკასიისა და დაღესტნის ჯარების მთავარსარდალი. გენერალი (1920).

1921 წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა გერმანიაში. იყო ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრაციაში გამომავალ ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. დაიღუპა ბერლინის საავიაციო დაბომბვის დროს.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. I. თბ. 2001;
  • М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. I. 2007.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები