ლერწამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლერწამი

ლერწამი (პაპირი) – (Cyperus papyrus) ისლისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ტროპიკული მცენარეა. მისი ქართული სინონიმია ჭილი. პაპირი უპირატესად იზრდება მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. მისი ყოფით ცხოვრებაში გამოყენების მიზნით კულტივირებას მისდევდენენ ძველ ეგვიპტეში, პალესტინასა და ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში. უძველეს ხანაში მას, იყენებდნენ საკვებად, მისგან ამზადებდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, საყრფაცხოვრებო საგნებს, მათ შორის ჭილობებს.

ლერწამი

საყოველთაოდაა ცნობილი პაპირის ღეროებისაგან საგანგებო წესით დამზადებული საწერი მასალა, რომელიც პაპირუსის სახელწოდებითაა ცნობილი. პირველი წერილობითი ძეგლები სწორედ პაპირუსების სახითაა შემონახილი. ცნობილია, რომ პაპირი ამ მიზნით პირველად ეგვიპტელებმა გამოიყვანეს. მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში დაცულია პაპირუსზე დაწერილი ტექსტები არაბულ, არამეულ, ებრაულ, კოპტურ, ბერძნულ, ლათინურ და სხვა ენებზე.

ჩვენამდე ქართულ ენაზე პაპირუსზე დაწერილმა ორმა ძეგლმა მოაღწია. ორივე შექმნილია პალესტინაში და ინახებოდა სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტერში. სანქტ-პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკაშია დაცული ფსალმუნთა ფრაგმენტები. რამდენიმე პაპირუსი ინახება თბილისშიც, კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში

ლერწამი – ბიბლიური მცენარე

„თუ იზრდება ლერწამი უჭაობოდ? თუ ამოდის შამბნარი უწყლოდ? ვიდრე ნედლია, არ ჭრიან და ყველა ბალახზე ადრე ჭკნება. ასეთი ბოლო აქვს ყველას; ღვთის დამვიწყებელ; და უკეთურის მოლოდინი გაქარწყლდება“. (იობი 8, 1 1-13)


წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები