ლეღვსულელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეღვსულელი

ლეღვსულელი – (Ficus sycomorus, სინ. სიკომორო) მარადმწვანე ხე ფიკუსის გვარის, თუთისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. მისი სიმაღლე 40 მ.-ს აღწევს, ზომებით და სიმტკიცით ძალიან ჰგავს მუხის ხეს. მერქანი საკმაოდ მტკიცე აქვს. ისხამს ლეღვის მსგავს ნაყოფს.

ლეღვსულელის ნაყოფი

ლეღვსულელი – ბიბლიური მცენარე

ლეღვსულელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტროპიკული მცენარეა წმინდა მიწაზე იგი განეკუთვნება ფიკუსების ოჯახს, ნაყოფი მისი გარეგნულად წააგავს ლეღვს, მაგრამ მდარეა და საჭმელად უვარგისი. სამაგიეროდ, როგორც მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალას, ფართო გამოყენება აქვს სადურგლო საქმეში. ქრისტიანულ სამყაროში ლეღვსულელი ცნობილია ლუკას სახარებაში (19,1-10) ზაქეს შესახებ მოთხრობილი იგავის წყალობით. იერიქონში გადაღებულ ფოტოებზე მოცემულია ზაქეს იგავიდან ცნობილი ლეღვსულელის ხე.

„და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა. მოხრა სეტყვითა ვენახები მათი, და ლეღვსულელნი მათნი თრთვილითა“. (ფსალმუნნი 77, 46-47)


წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები