ლიუფტვაფე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიუფტვაფე(გერმანული Luftwaffe – საჰაერო იარაღი)გერმანიის (1945 წლამდე) და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების დასახელება. მისი ჩამოყალიბება უკავშირდება 1884 წელს მისაბმელი აეროსტატების რაზმის შექმნას. პირველი საავიაციო სამხედრო ნაწილი შეიქმნა 1912 წელს;

I მსოფლიო ომის ლიუფტვაფე ითვლიდა 2.730 თვითმფრინავს, 1939 წელს – 4.093 თვითმფრინავს, 9.300 საზენიტო ქვემეხს და 373.000 პირად შემადგენლობას, 1941 წლის ივნისისათვის – 10.000-ზე მეტ თვითმფრინავს. თანამედროვე გერმანიაში ლიუფტვაფე შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელი სახეობაა. მისი ნაწილი შედის ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები