ლიხტენშტაინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიხტენშტაინის დროშა

ლიხტენშტაინი (Liechtenstein – ლიხტენშტაინის სამთავრო)სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში.

ფართობი – 157 კმ2.

მოსახლეობა – 35,8 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – გერმანული.

დედაქალაქი – ქ. ვადუცი.

ადმინისტრაციულად იყოფა 11 თემად. ლიხტენშტაინში კონსტიტუციური მონარქიაა.

სახელმწიფოს მეთაურია მთავარი, საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის მთავარს (სახელმწიფოს მეთაურს) და ლანდტაგს (პარლამენტს), აღმასრულებელი – მთავრობა.

ლიხტენშტაინი თანამედროვე საზღვრებში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩამოყალიბდა 1866 წელს. ამავე წელს გამოაცხადა ნეიტრალიტეტი.

ლიხტენშტაინი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა. მის ინტერესებს საზღვრებს გარეთ ახორციელებს შვეიცარია.

შეიარაღებული ძალები არ გააჩნია, იცავს შვეიცარია.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები