ლორია ფილიპე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილიპე ლორია

ლორია ფილიპე გლახუნას ძე - (19.VIII.1878, სოფ. ნოღა. ქუთაისის მაზრა - 1962, პრაღა) - საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ტფილისის ტრამვაის სადგურის უფროსის თანაშემწე. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი (მენშევიკი, 1903 წლიდან).

სარჩევი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო სოფელ ნოღას სამრევლო სკოლაში. მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში, თბილისსა და ოზურგეთის მაზრაში. 1913-1914 წლებში იყო დაპატიმრებული გაფიცვის ორგანიზებისთვის და იჯდა მეტეხის ციხეში. 1914-1915 წლებში იყო გასახლებული ქ. ცარიცინში (სარატოვის გუბერნია). სხვადასხვა დროს იყო ტრამვაის მუშათა პროფკავშირების გამგეობის (1913 წლიდან) წევრი.

1917 წლიდან იყო მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის წევრი. 1918 ფ. ლორია იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში, ცხოვრობდა ჩეხოსლოვაკიაში.

ბონდო კუპატაძე


ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები