ლოს ანჯელესის XXIII ოლიმპიური თამაშები (1984)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Los anjelesis olimpiuri tamashebi.PNG

ლოს ანჯელესის XXIII ოლიმპიური თამაშები - ზაფხულის XXIII ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1984 წელს (28 ივლისი - 12 აგვისტო) ლოს ანჯელესში.

  • მონაწილე ქვეყანა 140
  • სპორტსმენი 6,829 / 1,566 ქალი / 5,263 კაცი
  • სპორტის სახეობა 21
  • მედლების კომპლექტი 221

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: კარლ ლუისი (მძლეოსნობა, აშშ) 4
ქალებში: ეკატერინა საბო (ტანვარჯიში, რუმინეთი) 4,1,0

Los anjelesis plakati.PNG

მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე ტერორისტული თავდასხმისა და მონრეალის ფინანსური კრახის შემდეგ, 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილი მხოლოდ თეირანსა და ლოს ანჯელესს აღმოაჩნდა. თუმცა ირანის დედაქალაქმა ქვეყანაში მომხდარი რევოლუციის გამო ადრევე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რამაც XXIII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქად ლოს ანჯელესის არჩევა ფორმალობად აქცია. ასე, რომ 1932 წლის შემდეგ, ლოს ანჯელესი მეორედ გახდა ოლიმპიური თამაშების მასპინძელი.

ამასთან, 1896 წლის საინაუგურაციო თამაშების მერე, ლოსანჯელესური ოლიმპიადა პირველი იყო, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების გარეშე ჩატარდა და რომელიც მხოლოდ კერძო სექტორზე და ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურაზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ლოს ანჯელესის ოლიმპიურ წამოწყებას არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა, XXIII ოლიმპიური თამაშები მომავალი ოლიმპიადების ერთგვარ მოდელად იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მასპინძელთა მოგებამ 223 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ახალზელანდიელი მშვილდოსანი ნეროლი ფეირჰოლი პირველი პარასპორტსმენი აღმოჩნდა, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა

XXIII თამაშები, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის მსგავსად, ბოიკოტს დაუკავშირდა. 4 წლის წინანდელი ბოიკოტის საპასუხოდ, ლოს ანჯელესში არ ჩასვლით ამერიკელებს სამაგიერო გადაუხადეს ვარშავის პაქტის და, შესაბამისად, აღმოსავლეთის ბლოკის 14 ქვეყნის დელეგაციებმა, მათ შორის საბჭოთა კავშირმა, კუბამ და აღმოსავლეთ გერმანიამ, მაგრამ იასპარეზეს ისეთმა წონადმა სოციალისტურმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, იუგოსლავია და რუმინეთი. გახსნის საზეიმო ცერემონიალზე განსაკუთრებული ოვაციებით შეეგებნენ ვარშავის პაქტის წევრ რუმინეთს, რომელიც სსრკ-ის მოთხოვნის მიუხედავად, მაინც წარდგა ოლიმპიადაზე

1980 წელს დასავლეთის ბლოკის ბოიკოტის საბაბი თუ სსრკ-ის ტანკების ავღანეთში შეჭრა იყო, საბჭოელებმა ამერიკელების მხრიდან ოლიმპიური ქარტიის დარღვევა, სსრკ დელეგაციის მიმართ უსაფრთხოების სათანადო ზომების უქონლობა და აშშ-ში გაჩაღებული ანტისაბჭოთა ისტერია მოიმიზეზეს.

სხვადასხვა მიზეზით, ლოს ანჯელესის თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა ირანმა და ლიბიამაც. მიუხედავად ამისა, XXIII თამაშებზე იმაზე მეტმა ქვეყანამ მოიყარა თავი, ვიდრე ეს იყო წინა ოლიმპიადაზე. მათ შორის დებიუტი ჰქონდა ბაჰრეინს, ბანგლადეშს, ბუტანს, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებს, ჯიბუტის, ეკვატორიალურ გვინეას, გამბიას, გრენადას, მავრიტანიას, მავრიკის, ჩრდილოეთ იემენს (1992 წლიდან იემენი), ომანს, ყატარს, რუანდას, სამოას, სოლომონის კუნძულებს, ტონგას და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. 1952 წლის შემდეგ ოლიმპიადებს დაუბრუნდა ჩინეთი, 16-წლიანი პაუზის შემდეგ კი ზაირის სახელით წარსდგა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

სოციალისტური ქვეყნების არ ყოფნამ გარკვეული დაღი დაასვა მოკრივეთა, ძალოსანთა, მოჭიდავეთა და ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრებებს, სადაც ძირითადად, ის ქვეყნები დომინირებდნენ, რომლებმაც თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ოლიმპიურ პროგრამაში პირველად ჩართეს ქალთა მარათონი. აქ გამარჯვება ამერიკელ ჯოან ბენუას დარჩა. ასევე ოლიმპიური დებიუტი ჰქონდა მხატვრულ ტანვარჯიშს, სინქრონულ ცურვასა და ქალთა საგზატკეცილო ველორბოლას.

ლოს ანჯელესის თამაშების და საერთოდ, ოლიმპიადების ისტორიაში ჩინელთაგან პირველი ოქროს მედალი მოიპოვა სუ ჰაიფენგმა, რომელმაც ამ წარმატებას ტყვიის სროლაში მიაღწია. ბრიტანელმა ნიჩბოსანმა სტივ რედგრეივმა ხუთიდან პირველი ოქროს მედალი ლოს ანჯელესში დაისაკუთრა.

ამერიკელმა კარლ ლუისმა 100, 200, 4X100 მეტრზე რბენაში და სიგრძეზე ხტომაში ოთხგზის ჩემპიონობით თანამემამულე ჯესი ოუენსის მიერ 1936 წლის ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.

საფრანგეთმა ფინალში ბრაზილიის 2:0 დამარცხებით საფეხბურთო ტურნირი მოიგო. ამასთან, საფეხბურთო შეხვედრებს მთელი ამერიკის მასშტაბით მოულოდნელად ბევრი მაყურებელი ჰყავდა. კალათბურთში მომავალი „ოცნების გუნდის” წევრებმა მაიკლ ჯორდანმა, პატრიკ იუინგმა და კრის მულინმა ესპანეთის დამარცხებით ჩემპიონობა იზეიმეს.

მედლების საერთო ჩათვლაში 53, მათ შორის 20 ოქროს მედლით მეორე საფეხურზე გასულმა რუმინეთმა ისტორიულ შედეგს მიაღწია.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები