ლოტოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ლოტოსი − (ლათ. lōtus ან lōtos ეგვიპტური წყლის შროშანი; ეგვიპტური ლოტოსის ყვავილი; ცისფერი ლოტოსი; ჩვეულებრივი ხურმა, კავკასიური ხურმა; მითური ლოტოსის ხე < ბერძ. lōtós მცენარე ლოტოსი; სიტყვა სხვადასხვა სახეობის მცენარეთა აღსანიშნავად გამოიყენებოდა, მოგვიანებით კი აღნიშნავდა ეგვიპტურ თეთრ ლოტოსს), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ლოტოსისებრთა ოჯახისა (ზოგჯერ დუმფარასებრთა ოჯახთან აერთიანებენ). აქვს გრძელყუნწიანი, წყალზე მოტივტივე და წყლის ზემოთ ამოშვერილი დიდი ფოთლები და ეული ყვითელი ან ვარდისფერი ყვავილები. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელსა და ტროპიკებში.

ლოტოსი

ეგვიპტურ, ინდურ და შორეულ აღმოსავლურ მითოლოგიაში ლოტოსი წარმოდგენილია როგორც მდედრული საწყისის სიმბოლო, ან როგორც წიაღი, საიდანაც იბადება სიცოცხლე, ნაყოფიერება. იგი წარმოდგენილია როგორც ღმერთების ტახტისა და სამეფო ხელისუფლების სიმბოლო. ეგვიპტურ კოსმოგონიაში გაშლილი ლოტოსიდან ამოდის მზე და ანათებს წყვდიადში ჩაფლულ სამყაროს. სამყაროს შემქმნელმა პრაჯაპატიმ წყლის სიღრმიდან ამოტანილი მიწა მოათავსა ლოტოსის ფურცელზე და მასზე, როგორც სამყაროს საფუძველზე, თავადაც დამკვიდრდა.







წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები