მაისურაძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე მაისურაძე

მაისურაძე ალექსანდრე (სანდრო) - (1884 - 1918) - ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო მოღვაწე. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მთავარი შტაბის წევრი. ალექსანდრე დგებუაძესთან ერთად იყო სახალხო გვარდიის ფაქტობრივი მეთაურის, ვალიკო ჯუღელის უახლოესი დამხმარე და თანამებრძოლი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილისის არსენალის რუსული გარნიზონის განიარაღებაში 1917 წლის 12 დეკემბერს, 1918 წლის ზამთარსა და გაზაფხულზე ქართული ნაციონალური პოლკების ბოლშევიკური გამოსვლების ჩახშობაში, ოსმალური ნაწილების შეჩერებასა და 1918 წლის ზაფხულში აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის ბოლშევიკებისაგან გაწმენდის ოპერაციაში. დაიღუპა 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომში, ეკატერინენფელდის ბრძოლის დროს, 19 დეკემბერს. მის დაღუპვას ვალიკო ჯუღელი შემდეგნაირად იხსენებდა: „ბრძოლა უფრო და უფრო ცხარე ხასიათს იღებდა... უცებ მოვარდა ერთი გვარდიელი და მითხრა: „სანდრო მოჰკლეს“. მე გავფითრდი! მაგრამ ცრემლების დრო არ იყო. ეს საშინელი ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მეომართა წყებებს, მაგრამ არ შედრკა ეს წყებები... პირიქით! კიდევ უფრო მეტის სიმტკიცით და სიძლიერით გაიწიეს წინ, გამარჯვებისაკენ“.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

ს. მაისურაძე (1884-1918), რაჟდენ არსენიძის რედაქტორობით, თბ., 1920.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები