მალდივის რესპუბლიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მალდივის რესპუბლიკის დროშა

მალდივები (ინგლ. Maldives – მალდივის რესპუბლიკა)სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, ინდოეთის ოკეანის მალდივის კუნძულებზე.

ფართობი – 298 კმ2.

მოსახლეობა – 305 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – მალდივური (დივეხი).

დედაქალაქი – მალე.

შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოა მეჯლისი (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი ძალაუფლება აქვს პრეზიდენტს და მთავრობას.

დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1965 წელს. 1968 წლამდე იყო სასულთნო, 1968 წლიდან – რესპუბლიკა.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს თევზჭერა და თევზის გადამუშავება. სოფლის მეურნეობის ძირითადი კულტურაა ქოქოსის პალმა. განვითარებულია ტურიზმი.

მთავარი საზღვაო პორტი და აეროპორტია ქ. მალე.

მალდივს ჰყავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძალები (ეროვნული გვარდია, პოლიცია, საზღვაო რაზმი), საჰაერო დანაყოფი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები