მანათობელი ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანათობელი ხატირაჭაში, ქედისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიიდან ღამ-ღამობით გამოდის ცეცხლის ალი, მიდის წმიდა გიორგის ორ მოპირდაპირე ეკლესიაში და ისევ უკან ბრუნდება. თქმულებით, როდესაც თათრებმა ქედისუბანი აიღეს, ამ ადგილას მონასტერი ყოფილა. თათრებმა დაინახეს შუქი, მივიდნენ შუქზე და, როცა ნახეს, რომ შუქს ხატი აფრქვევდა, კლდიდან გადაისროლეს. კლდის წინ ხეობაში ისეთი ნისლი იდგა, რომ მათ მინდვრად მოეჩვენათ, გადაეშვნენ კლდეზე და დაიხოცნენ. ხატი კი ფერდობზე იყო გაჩერებული და ცეცხლის ალივით ანათებდა. მღვდელმა იპოვა ხატი და იმ ადგილას ახალი ეკლესია ააშენა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები