მანდრაგორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანდრაგორი

მანდრაგორი – (Mandragora autumnalis); მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი. მრავალწლოვანი უღერო ან მოკლეღეროიანი ბალახია. აქვს დიდი (80 სმ სიგრძის და 60 სმ სიგანის) ფოთლები, მომწვანო-თეთრი, ცისფერი ან იისფერი ყვავილები და დიდი ნარინჯისფერი ან ყვითელი კენკრა ნაყოფი.

მანდრაგორის ყვავილი

მანდრაგორი – ბიბლიური მცენარე

მანდრაგორი მრავალწლიანი მომწამლავი შხამების შემცველი მცენარეა. მისი ფესვები გარედან მუქი ყავისფერია, შიგნიდან – თეთრი, მოგვაგონებს ადამიანის ტანს. გონების დამთრგუნველი თვისებების გამო მას ოდითგან იყენებდნენ საძილე და ტკივილგამაყუჩვბელ საშუალებად, ადამიანში იწვევს ჰალუცინაციებს და კომატოზურ მდგომარეობას. ბოროტი ადამიანები მას ჯადოსნური ძალის მქონედ თვლიდნენ და ხშირად თავიანთი ბოროტი ზრახვების აღსასრულებლად იყენებდნენ.

„და წავიდა რეუბენი მკის დროს მინდორში და იპოვა მანდრაგორის ვაშლები; მოუტანა ლეას, თავის დედას უთხრა რახელმა ლეას: მიწილადე შენი შვილის მანდრაგორები. უთხრა ლეამ: არ გეყო, ქმარი რომ წამართვი? ახლა ჩემი შვილის მანდრაგორებსაც მართმევ?“ (დაბადება 30,14-15)


წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები