მანევრული ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანევრული ომი - ომი, რომელსაც ახასიათებს ფართო მასშტაბის სამანევრო მოქმედება ფრონტის სტაბილური ხაზის გარეთ და სწრაფცვალებადი ვითარება ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერსა და კოსმოსში. შეიძლება ადგილი ექნეს მთელი ომის დროს ან მის ცალკეულ ეტაპებზე.

ომის მანევრულ ხასიათს განსაზღვრავს პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების ხასიათი, ჯარების უნარი, აწარმოონ მანევრული მოქმედება, დაზიანების ეფექტიანი საშუალებების საკმარისი რაოდენობის არსებობა, ჯარების სწრაფად მოძრავი გვარეობების არსებობა, კომუნიკაციების ქსელის განვითარება, საომარი მოქმედების თეატრის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები და სხვა.

მანევრული ომის ცნება ხმარებაში შემოვიდა I მსოფლიო ომის შემდეგ. მანევრულ ხასიათს ატარებდა I მსოფლიო ომის საწყისი პერიოდი და მთლიანად II მსოფლიო ომი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები