მანევრული ტაქტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანევრული ტაქტიკაშეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობების, ჯარების (ძალების) გვარეობების და სპეციალური ჯარების ქვედანაყოფების, ნაწილების (ხომალდების) და შენაერთების მიერ საბრძოლო მოქმედების წარმოების თეორია და პრაქტიკა, რომელიც ყველა სახეობის მანევრის ფართო გამოყენებას ემყარება.

მანევრული ტაქტიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის და ჯარების თვისებრივი შემადგენლობის განვითარებასთან. მის ცალკეულ ელემენტებს იყენებდნენ XVIII–XIX საუკუნეების ომებში, პირველ მსოფლიო ომში. შემდგომი განვითარება პოვა II მსოფლიო ომში. მისი არსია: შეტევაში – მოწინააღმდეგის დაზიანება ცეცხლით დიდ სიღრმეზე, საბრძოლო წყობის სწრაფი წინსვლა, საჰაერო დესანტების გამოყენება, დიდმნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტების და წინააღმდეგობის კვანძების გვერდიდან შემოვლა ან გარშემორტყმა, მოკლე ვადაში მოწინააღმდეგის ტაქტიკური დაჯგუფებების ალყაში მოქცევა მათი შემდგომი განადგურების მიზნით; თავდაცვაში – ცეცხლით და ქვედანაყოფებით (ნაწილებით) მანევრის მოწყობა საშიშ მიმართულებაზე, ჯარების (ძალების) გამოყვანა მოწინააღმდეგის შესაძლო დარტყმების არეალიდან, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ფართო გამოყენება და კონტრ-შეტევები.

სამხედრო-საზღვაო ძალებში მანევრულ ტაქტიკას ახასიათებს ბრძოლაში შეუჩერებლივ ჩაბმა, ცეცხლისა და მანევრის შეხამება, მოწინააღმდეგის ნაწილ-ნაწილ განადგურებისკენ სწრაფვა. მანევრული მოქმედება არის თანამედროვე არმიების და სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო ტაქტიკის ძირითადი შინაარსი. მას ახასიათებს მაღალი დინამიზმი, სივრცული გაქანება, მკვეთრად ცვალებადი ვითარება და ბრძოლის წარმოების ხერხების მრავალფეროვნება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები