მარანი (სასმისი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარანი – სასმისი

მარანი - ღვინის შესასმელი თიხის ჭურჭელი. სხვადასხვა ვარიაციით გავრცელებულია მეჭურჭლეობით განთქმულ საქართველოს ყველა კუთხეში.

მარანი წარმოადგენს ორსართულიან სასმისს, რომლის პირველ ნაწილს დაფანჯრული ქუსლ-სადგარი აქვს, ხოლო მეორე სართულად თავზე მოვლებულია საზიარო მილაკი მასზე დამაგრებული ჩარექიანებით. ერთ ჩარექში ჩასხმით მარნის მილაკი და ყველა სასმისი თანაბრად შეივსება, ხოლო მსმელი ღვინოს მიირთმევს ჯგუფურ ჭურჭლებს შორის ჩასმული ზოომორფული ცხოველის პირიდან. ყველა ჭურჭელს ერთი საერთო ხვრელთა სისტემა გააჩნია და სმის დროს მარანი ერთინად იცლება. მარანი ქართული სუფრის დამამშვენებელ სასმისად ითვლებოდა.

მისი საკრალური და რიტუალური დანიშნულება კარგადაა გამოკვეთილი შემკულობაში. მარნის სიმბოლიკაში ჩადებულია კოლექტიური სერობის საკრალური ხასიათი. იგი განასახიერებს მარნის, როგორც ღვინის სახლის მიკრომოდელს. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული ეს სარიტუალო ჭურჭელი გარკვეულ გენეტიკურ ნათესაობას იჩენს წინა აზიის სამეურნეო კულტურულ წრესთან. მარნის მრავალჭურჭლიანობაში გიორგი ჩიტაია ხედავდა წარმართული ხანის სალოცავების ერთჯერადად დალოცვის იდეას.

ლიტერატურა

გ. ჩიტაია, შრომები, ტ. მე-2, 2000. მ.ზ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები