მარკე ადრიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადრიან მარკე

მარკე ადრიან - (6.X.1884, ბორდო - 3.II.1955, ბორდო) - ფრანგი სოციალისტი. საფრანგეთის ტრანსპორტის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო მინისტრი, ქალაქ ბორდოს მერი. მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი. პროფესიით სტომატოლოგი.

1905 წელს შეუერთდა საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას. 1912 წელს აირჩიეს ბორდოს ხმოსნად. იყო სოციალისტური პარტიის ჟირონდის ორგანიზაციის მდივანი. გამოსცემდა მემარცხენე გაზეთს - „Cri populaire”.

1920 წლის სექტემებრში, როგორც მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი, იმყოფებოდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. იმოგზაურა საქართველოს რეგიონებში, 25 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა ქალაქ ქუთაისში გამართულ საზეიმო მიტინგზე.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ აკრიტიკებდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს. ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. 1925-1944 წლებში იყო ქალაქ ბორდოს მერი. 1934 წელს გასტონ დიუმერჟის მთავრობაში იკავებდა ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობას. 1933 წლიდან გაემიჯნა ლეონ ბლუმის ხელმძღვანელობით მოქმედ სოციალისტურ პარტიას და შეუერთდა პიერ რენოდელის მიერ შექმნილ ნეოსოციალისტურ პარტიას. 1940 ფილიპ პეტენის მთავრობაში იყო ჯერ სახელმწიფო მინისტრი, ხოლო შემდგომში შინაგან საქმეთა მინისტრი.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ნ. კირთაძე, ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო (1919-1921 წწ), თბ., 1997;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №209, №221;
  • გაზ. „ერთობა“, 1920, №212.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები