მარკოზ მახარებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. მახარებელი მარკოზი

წმ. მახარებელი მარკოზიქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი. წმინდა მარკოზი წარმოშობით ებრაელი იყო, წმინდა პეტრე მოციქულის მოწაფე და მუდმივი თანამგზავრი. პეტრე მოციქულს ძალიან უყვარდა მარკოზი და თავის სულიერ შვილად მიიჩნევდა. თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში, მოციქული ამბობს: „მოგიკითხავს თქვენ რჩეული ბაბილონისა და მარკოზიც, ძე ჩემი სულიერად და არა ხორციელად“.

წმინდა მარკოზი გაჰყვა თავის მოძღვარს რომშიც, სადაც მორწმუნეთა გულმოდგინე თხოვნით დაწერა წმინდა სახარება. სანამ ხელნაწერს რომაელ ქრისტიანებს ჩააბარებდა, პეტრე მოციქულს აჩვენა „და ვითარცა იხილა წმიდამან პეტრე, გულისხმა–ჰყო, რამეთუ ჭეშმარიტ იყო. თვით მანაც დაამტკიცა და წარჰსცა ყოველთა ეკლესიათა“ – გადმოგვცემს წმიდა სოფრომი.

წმიდა პეტრე მოციქულის ლოცვა–კურთხევით წმიდა მარკოზ მახარებელი გაემგზავრა ღმრთის სიტყვის საქადაგებლად ჯერ აკვილიაში, შემდეგ ეგვიპტეში, ალექსანდრიაში, სადაც მან ეპარქია დააარსა და იყო მისი პირველი ეპისკოპოსი. მანვე იქადაგა სახარება ლიბიასა და პალესტინაში. თავისი მოღვაწეობით მრავალი წარმართი გაანათლა. მრავალი უძლური განკურნა, „ეშმაკთა განასხმიდა“ და მრავალ სასწაულს ახდენდა.

წმინდა მარკოზ მახარებლის ხატებზე ხშირად გამოსახავენ ხოლმე ლომს, ნიშნად ძლიერებისა, რომ მის მიერ ნაქადაგარი ქრისტე ყველა წარმართ ღმერთსა და კერპზე ძლიერია. წმინდა მარკოზი მოწამებრივად აღესრულა პალესტინაში. დასჯის წინ მას თვით უფალი გამოეცხადა და ახარა, რომ ის მთავარანგელოზებთან და ანგელოზებთან ერთად გაიხარებდა სამოთხეში.



წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები