მარმარილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარმარილო

მარმარილო − (ძვ. ბერძნ. μάρμαρος  „მბრწყინავი ქვა“), ერთიანი მეტამორფული კლდოვანი მინერალური წარმონაქმნი, რომელიც კირქვებისა და დოლომიტის გადაკრისტალებით წარმოიქმნება და ძირითადად კალციტისგან შედგება (კალციუმის კარბონატის, CaCO3 კრისტალიზებული სახე). სიმკვრივე 2,3-2,6 გ/სმ2.

მარმარილო ფერადი დეკორატიული ქანია რომელსაც გაკრიალებისას შეუძლია მიიღოს გლუვი და პრიალა ზედაპირი. მის დეკორატიულ თვისებებზე და ფერზე დიდ გავლენას ახდენს მინარევები; მაგ., რკინის ჟანგი მარმარილოს აძლევს წითელ ან ვარდისფერს; მაღალდისპერსიული რკინის სულფიდი – ლურჯ ან შავს; რკინის შემცველი სილიკატები – მწვანეს; რკინისა და მანგანუმის კარბონატები და რკინის ჰიდროოქსიდები – ყვითელს, ბიტუმის ან გრაფიტის მინარევები – რუხ, მოცისფრო და შავ ფერს და ა.შ. მარმარილოს ნაკეთობის ზედაპირის სახეს განსაზღვრავს მინარევების მიმართულება, რომელიც ჩნდება ნაკეთობის გაპრიალების შემდეგ. საქართველოში ცნობილია სალიეთის, ლოპოტას, ჭუბერის, სოხუმის, შროშის, სადახლოს კარიერები.

მარმარილო უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ფეშენებელური სასახლეების, ეკლესია-მონასტრების, ბულვარების, ტრიუმფული თაღების, ქანდაკებების და სხვ. სამოქალაქო დანიშნულების შენობების ასაგებად. მარმარილო სამშენებლო საქმეში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ქვაა. მარმარილო ნარჩენები ფართოდ გამოიყენება ქვის მოზაიკის დასამზადებლად.

ბერგამის მარმარილო

ბერგამის მარმარილო ღია ცისფერი მარმარილო (მოიპოვება ქ. ბერგამოში, იტალია).

პენტელიკონის მარმარილო

თეთრი ფერის ბერძნული ძვირფასი მარმარილო, რომელიც ანტიკური ხანიდან ძირითადად პენტელიკონის მთების მთავარი მწვერვალის, კოკინარასის ჩრდილოეთ კალთაზე მოიპოვებოდა. გამოიყენებოდა ტაძრების, სასახლეების, მონუმენტური ქანდაკებების და სხვ. მშენებლობაში. აღსანიშნავია, რომ პენტელიკონის მარმარილო გამოიყენეს ათენის პართენონის (ათენას ტაძარი) მშენებლობაში.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები