მარსიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარსიანი

მარსიანი – (1960), პოეტი, პუბლიცისტი, მხატვარი. ნამდვილი სახელი და გვარი — გია ბენიძე. დაიბადა სოფელ ხომულში (წყალტუბო). მისი შემოქმედებითი კარიერა ქუთაისში ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტობისას დაიწყო. სტუდენტობის შემდგომ პერიოდს მოჰყვა ოცწლიანი მუშაობა ჟურნალ „განთიადში“. ორჯერ იყო წარდგენილი „საბას” პრემიაზე.


* * *
მოდის სიცხადე
ულმობელი ძალით ინთება
წარსულის მიღმა ეხეტება ხსოვნა − მამონტი
ვითარ ოდესმე თქვი
რაი არს ჭეშმარიტება − არც არაფერი −
მთვარე ჩადის და მზე ამოდის.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები