მარუაშვილი იოსებ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარუაშვილი იოსებ მალაქიას ძე - (1876, ქუთაისი - ?) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო. პროფესიით მიწის მზომელი.
1918 დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით შევიდა განახლებულ ეროვნულ საბჭოში. იყო ეროვნული საბჭოს სარწმუნოებათა კომისიის მდივანი. 1918 წლის 10 სექტემბერს ეროვნული საბჭო დატოვა. დამოუკიდებლობის პერიოდში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ მოიძებნა.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი